en
ge

საგრანტო კონკურსი

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 30.11.-0001
  • ბმული: http://rustaveli.org.ge/სიახლეები/page/1654
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მობილობისა და საერთაშორისო ღონისძიებების გრანტით დაფინანსების კონკურსს.
კონკურსი აერთიანებს ფონდის მიერ 2016 წლის ჩათვლით ადმინისტრირებულ მოკლევადიან ინდივიდუალურ სამოგზაურო საგრანტო კონკურსს, საკონფერენციო საგრანტო კონკურსსა და სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსს.
კონკურსის მიზანია ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, გაძლიერდეს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეეწყოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვასა და ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლებას. აგრეთვე, სამეცნიერო შრომების საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში დაბეჭდვის შესაძლებლობის გაზრდა.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს..
წყარო: rustaveli.org.ge