en
ge

კონკურსი - ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 27.06.2017
  • ბოლო ვადა: 24.07.2017
  • ბმული: http://jobs.ge/145225/
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS), რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში ადვოკატირების კამპანიის - ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის - მხარდაჭერა. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი დააფინანსებს 24 ადვოკატირების კამპანიას.
საკონკურსო თემა: ადვოკატირება - ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის
წყარო: jobs.ge