ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი აცხადებს ტრენინგ-პროგრამას საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის.
ტრენინგები ტარდება ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური
მხარდაჭერით, პროექტის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება - გზა
ევროკავშირისაკენ!" ფარგლებში, რომლის მიზანია "აღმოსავლეთ პარტნიორობის"
მიზნების მიღწევის პროცესსა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის მუშაობაში
რეგიონული ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა და მათი სრულფასოვანი
მონაწილეობის ხელშეწყობა.
პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია "ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი".
პროგრამის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოქმედი 20
საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელთათვის ჩატარდება 3 დღიანი
ინტენსიური ტრენინგი (2013 წლის 4-6 მარტს), ევროინტეგრაციის,
აღმოსავლეთ-დასავლეთის პარტნიორობის მხარდაჭერის და საჯარო სექტორში
ინიცირებული რეფორმების მონიტორინგის ტექნიკებზე.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგს წარუძღვება შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების მქონე საკითხის ექსპერტი.
ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს რეგიონული საზოგადოებრივი
ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის
საფუძველზე. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც
კარგად დაასაბუთებენ პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და საჭიროებას;
ასევე, მიღებული ცოდნის და გამოცდილების პრაქტიკაში გადატანის
შესაძლებლობას.
პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა
(მონაწილეს წარადგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელი) უნდა შეავსონ თანდართული
სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: kutaisi.youth@gmail.com | natia_namicheishvili@kedec.ge
წყარო: jobs.ge