სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს SYNCSS, რომლის მიზანია საქართველოში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად. ამ მიზნის მისაღწევად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, სხვადასხვა 6 ქალაქის უნივერსიტეტის (თბილისის, გორის, ახალციხის, თელავის, ქუთაისისა და ზუგდიდის) სტუდენტების დაკავშირება 36 სკოლის მოსწავლეებთან, ერთობლივი პრაქტიკული (პრაქტიკის) კვლევითი პროექტების განსახორციელებლად. ამ ამოცანის ფარგლებში შეგროვებული გამოცდილებისა და სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას ორნაწილიანი სახელმძღვანელო, რომელიც ერთი მხრივ დაეხმარება მასწავლებლებს, უნივერსიტეტების ადმინისტრაციასა და პროფესორებს და სტუდენტებს შეისწავლონ და ჩაატარონ პრაქტიკული კვლევები. მეორე მხრივ, სახელმძღვანელო უნდა დაეხმაროს სკოლებს დანერგონ სამოქალაქო განათლების არაფორმალური გზები.
წყარო: jobs.ge