en
ge

პროგრამის ოფიცერი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" (NIMD)
  • დაწყების თარიღი: 28.06.2017
  • ბოლო ვადა: 10.07.2017
  • ბმული: http://jobs.ge/145403/
"ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" (NIMD), აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისი, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: პროგრამის ოფიცერი, დემოკრატიული განათლება (თბილისი).

სამუშაოს პორტფოლიო:
  • დემოკრატიის სკოლებისა და დემოკრატიის სკოლების კოორდინატორების საქმიანობის კოორდინაცია;
  • პროგრამის ლექტორებთან, ტრენერებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად სასწავლო კურიკულუმის განხორციელების პროცესის წარმართვა;
  • სასწავლო კურიკულუმის შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • კურსდამთავრებულთა ქსელის მონაცემთა ბაზის მართვა და დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობა;
  • კონფერენციების (რეგიონალური და ეროვნული), სემინარებისა და პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან ორმხრივი შეხვედრების ორგანიზება, NIMD-ის მიმდინარე პროგრამების შესაბამისად;
  • მონაწილეობა საგრანტო წინადადებისა და ანგარიშების, ორგანიზაციისა და პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების დოკუმენტების შექმნაში;
  • დემოკრატიის განათლების პროგრამის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა;
  • NIMD-ის ვებგვერდისათვის პროგრამულ აქტივობებთან დაკავშირებული შესაბამისი სტატიების წარმოება;
  • პროგრამასთან დაკავშირებულ დაინტერესებულ მხარეებთან, პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან საკონტაქტო და საკომუნიკაციო პირად ყოფნა;
  • NIMD-ის საქმიანობების განხორციელების შესახებ ყოველთვიური და ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • NIMD-ისათვის რელევანტურ შეხვედრებზე დასწრება და ანგარიშების მომზადება;
  • საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ახალი ინფორმაციის ფლობა;
  • პროგრამის კოორდინაციასა და მენეჯმენტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამუშაოს შესრულება;
  • პროგრამულ საკითხებთან დაკავშირებით ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის საკონტაქტო პირად ყოფნა;
  • პროგრამის განხორციელებასა და ორგანიზაციული მიზნების მიღწევასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.