en
ge

კურსი - შრომის სამართლისა და პერსონალის მართვის აქტუალური საკითხები

თსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრი მსურველებს სთავაზობს კურსს - შრომის სამართლისა და პერსონალის მართვის აქტუალური საკითხები.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს კერძო და საჯარო სექტორში მომუშავე პირები; ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დამწყები და მოქმედი მენეჯერები / სპეციალისტები და სხვა დაინერესებული პირები.

შრომის სამართლის ტრენინგის მიზანია: აამაღლოს ტრენინგის მსმენელების ცოდნა და ცნობიერება შრომითი ურთიერთოების სამართლებრივი ნორმების შესახებ. ტრენინგი მიზნად ისახავს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის" განხილვას და მასში უკანასკნელ პერიოდში შეტანილ ცვილებებზე მსმენელისათვის ინფორმაციის მიწოდებას. წარმოდგენილი ანალიზი და პრობლემების ერთობლივი განხილვის შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა ტრეინინგი, საფუძველია იმ ვარაუდის, რომ დასასრულს მსმენელი შეძლებს შრომის სამართლის სფეროში მოქმედი კონკრეტული სამართლებრივი ინსტიტუტების სისტემურ აღქმას, წარმოდგენა შეექმნება ან გაიღრმავებს ცოდნას ნორმათა შინაარსისა თუ მიზნების თაობაზე, შეიძენს მოთხოვნათა ფორმირების სამართლებრივი საფუძვლების შერჩევისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევას.
წყარო: tsu.ge