en
ge

კურსი - ზოგადი მენეჯმენტი

თსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრი მსურველებს სთავაზობს კურსს - ზოგადი მენეჯმენტი.
კურსი განკუთვნილია მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებულ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული ცოდნა მენეჯმენტის პრინციპების შესახებ და სურთ არსებული ცოდნის გაღრმავება.
კურსის მიზანია  მსმენელებს დაეხმაროს მენეჯერული საქმიანობის ეფექტური  განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-გამომუშავებაში, გაუღრმავოს ცოდნა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპები და კონცეფციები; ორგანიზაციული კულტურა და განვითარება; დაგეგმვის პროცესების ორგანიზაცია; ორგანიზაციული სტრუქტურების დაპროექტების საკითხები; ლიდერობა და მართვის სტილი; მოტივაციის სტრატეგიები; გადაწყვეტილებების მიღების მეთოდები და მოდელები; დროის ეფექტური მართვის კონცეფციები და ტექნიკა; ჯგუფური დინამიკა და საქმიანი კომუნიკაციები.
წყარო: tsu.ge