აშშ-ის საელჩო აცხადებს ღია კონკურსს მუზეუმების თანამშრომლებისთვის და დამოუკიდებელი კურატორებისთვის თემაზე გამოფენის კურატორი და საგამოფენო სივრცის მართვა. ამსფეროში ჯილდოს მფლობელი დიზაინერი, პატრიკ გალაჰერი შერჩეული თანამშრომლებისთვის გაუძღვება ვორქშოფებს საგამოფენო სივრცის კრეატიულ და ინოვაციურ დიზაინზე.
ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 15 მონაწილე. პროექტში მონაწილეობა უფასოა. ტრანსპორტირების (თბილისი-ყვარელი-თბილისი), ცხოვრების და კვების ხარჯს ფარავსაშშ-ის საელჩო. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (არანაკლებ 250 სიტყვისა) გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზეtbilisicultural@state.gov არაუგვიანეს 2017 წლის 6 ივლისის 24:00 საათისა. ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ Workshop on Museum curation and management, წინააღმდეგ შემთხვევაშითქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
წყარო: usembassy.gov