en
ge

თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის. განაცხადების მოწვევა

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი იწვევს განაცხადებს პროექტებზე რომელთა მიზანია საქართველოში მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგის ინიციატივების მხარდაჭერა. აღნიშნული კონკურსი ტარდება ფონდის „ღია კარის" პროგრამის ფარგლებში. განაცხადების მოწვევის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა (სსო) და მედია საშუალებების აქტიური და ინფორმირებული მონაწილეობის გაზრდა პოლიტიკურ და და ეკონომიკურ გადაწყვეტილებების პროცესში. ასევე მათი უნარ-ჩვევების განვითარება რათა განახორციელონ პოლიტიკის დონეზე მიმდინარე რეფორმების მონიტორინგი და შეფასება, ხელი შეუწყონ საჯარო განხილვებს, დებატებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთმანეთთან დაკავშირებას.
წყარო:epfound.ge