en
ge

სტიპენდია თსუ გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ქალთა ფონდი საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 05.07.2017
  • ბოლო ვადა: 25.08.2017
  • ბმული: http://www.womenfundgeorgia.org/?36%2F648%2F
ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს ნოტიო ლოლუას სახელობის სტიპენდიას, თსუ გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.
2016 წელს დაფუძნებული ეს სასტიპენდიო პროგრამა ცნობილი განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის, ქალთა პროფესიული სასწავლებლის დამფუძნებლის, ნოტიო ლოლუას სახელობისაა.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ფონდი დააფინანსებს მეორე კურსის ორ სტუდენტს, ერთი სემესტრის სასწავლო გადასახადის დასაფარად.