en
ge

სტუდენტების მიღება ენების შემსწავლელ კურსებზე

AIESEC საქართველო იწყებს სტუდენტების მიღებას ენების შემსწავლელ კურსებზე. 
კურსი მოიცავს 6-კვირიან სწავლებას სასურველი ენის მიხედვით (არაბული, ინგლისური, რუსული). 
სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაიუმჯობესონ ენის ცოდნა, შეისწავლონ ის საწყისი საფეხურიდან, ტრენინგების მეშვეობით, რომლებსაც უცხოელები ჩაატარებენ.
სწავლის დაწყების თარიღია 10 ივლისი.
პროექტის დასრულების შემდგომ, თითოეული მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს.
სწავლის ღირებულება - 50 ლარი; ორი ენის არჩევის შემთხვევაში - 70 ლარი.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დასწრება უფასოა.
აპლიკაციის გამოსაგზავნად გადადით ბმულზე: bit.ly/2upY8VH