en
ge

საგრანტო კონკურსი თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდასაჭერად

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ევროპის ფონდი
  • დაწყების თარიღი: 10.07.2017
  • ბოლო ვადა: 01.08.2017
  • ბმული: http://www.jobs.ge/146283/
ევროპის ფონდი, პროგრამის თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის ფარგლებში, იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია სათემო ჯგუფების, სსოე-ბისა და მედია საშუალებების ინფორმირებული მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, სახელმწიფო რეფორმების მონიტორინგისა და შეფასების წახალისების, საჯარო დისკუსიებისა და სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.