თანასწორობის მოძრაობა იწვევს საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ტექსტური (ესსე, ბლოგ-პოსტი, სტატია) ნამუშევარი შემდეგ თემებზე:
** რა არის სიძულვილის ენა?
** სიძულვილის ენის გამოყენების შედეგები მოწყვლადი/მარგინალიზებული ჯგუფებისთვის;
** სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა საქართველოში;
** სიძულვილის ენის გამოყენების პრობლემურობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლები, უნივერსიტეტები და სხვ.);
** საგანმანათლებლო დაწესებულებებში სიძულვილის ენის გამოყენებასთან ბრძოლის შესაძლო გზები და სტრატეგიები;
** სიძულვილის ენა vs. გამოხატვის თავისუფლება;
** უნდა აიკრძალოს თუ არა სიძულვილის ენის გამოყენება საქართველოში? რა არის აკრძალვის ალტერნატივები?
** სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ურთიერთმიმართება.