en
ge

მუნიციპალიტეტის კოორდინატორი - მესტია

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED)
  • დაწყების თარიღი: 11.07.2017
  • ბოლო ვადა: 16.07.2017
  • ბმული: http://www.jobs.ge/146467/
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე მესტიის მუნიციპალიტეტში.

მოვალეობები:

კოორდინატორი არის ორგანიზაციის წარმომადგენელი მითითებულ მუნიციპალიტეტში და მოკლევადიანი კონტრაქტის საფუძველზე პროექტის ფარგლებში ასრულებს სხვადასხვა საქმიანობას ადგილობრივ დონეზე. მუნიციპალიტეტის კოორდინატორი ანგარიშვალდებულია შესაბამისი რეგიონული კოორდინატორისა და ცენტრალური ოფისის წინაშე.

ძირითადი ფუნქციები:

** საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოების მონიტორინგის განხორციელება;
** საარჩევნო ციკლში საარჩევნო სუბიექტების საქმიანობაზე დაკვირვება და მათ მიერ გამართულ საჯარო შეხვედრებზე დასწრება;
** აუცილებლობის შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოთხოვა;
** რეგიონულ კოორდინატორთან შეთანხმებით არჩევნების დღის მოკლევადიანი დამკვირვებლების შერჩევა თავის მუნიციპალიტეტში;
** არჩევნების დღეს მობილური ჯგუფის მოვალეობის შესრულება;
** ორგანიზაციის მიერ გამართულ ყველა სავალდებულო ტრენინგზე დასწრება;
** ადგილობრივ დონეზე დაინტერესებული მხარეებისთვის ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პროექტის ფარგლებში სრულყოფილი და ჯეროვანი ანგარიშგება რეგიონალურ/პროექტის კოორდინატორთან;
** შესაბამისი ინსტრუქციის საფუძველზე პროექტის საქმიანობებიდან გამომდინარე სხვა ვალდებულებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** აპოლიტიკურობა და მიუკერძოებლობა.

სასურველი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საარჩევნო საკითხების ცოდნა;
** არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
** მოხალისეობრივი საქმიანობის სტაჟი.

შენიშვნა: აღნიშნული პოზიცია არ წარმოადგენს მუდმივ სამუშაოს და კოორდინატორის დასაქმება ხორციელდება პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების და კონკრეტული ვადების მიხედვით. კოორდინატორის საქმიანობის შეთავსება შეუძლიათ დასაქმებულ პირებს, მათ შორის სტუდენტებს, გარდა საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეებისა, თუ ხელი არ შეეშლებათ კოორდინატორის საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებაში.