ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ვეისერის პროფესიონალური განვითარების პროგრამისთვის განაცხადთა მიღების თაობაზე. „რონალდ და ეილენ ვეისერის ცენტრი ევროპისთვის და ევრაზიისთვის მიჩიგანის უნივერსიტეტში" აცხადებს კონკურსს ვეისერის პროფესიონალური ჯილდოს მოსაპოვებლად. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს კალინიგრადის (რუსეთი), ყაზახეთის, კოსოვოს, ყირგიზეთის, მაკედონიის, მოლდოვის, სერბეთის, სლოვაკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უკრაინისა და უზბეკეთის მოქალაქეებს. აპლიკანტს, რომელიც კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, როგორც წერით, ისე საკომუნიკაციო დონეზე, შეუძლია წარმოადგინოს განაცხადი ნებისმიერ კვლევით საკითხთან დაკავშირებით.
წყარო: rustaveli.org.ge