en
ge

რადიო გადაცემის წამყვანი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 20.07.2017
  • ბმული: https://www.facebook.com/CSDC.ge/
არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინასნებული პროექტის „ოჯახების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:
რადიოგადაცემის წამყვანი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 20 ივლისიდან 20 მარტის ჩათვლით (7 თვე)
სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი,
 ძირითადი საქმიანობა: 10 რადიო გადაცემის თემის შერჩევა (პროექტის საქმიანობიდან გამომდნარე) 20-25 წუთიანი რადიო გადაცემის წაყვანა, გადაცემის მოკლე ანონსის მომზადება.
სავალდებულო მოთხოვნები:
  • სოციალურ სამუშაოში სამუშაო გამოცდილება
  • აღნიშნულ სფეროში 2 წლიანი გამოცდილება
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • წერითი უნარ-ჩვევები
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) ხედვისა და მიზნების გაზიარება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ელ-ფოსტაზე: csdc.itv@gmail.com 2017 წლის 20 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ „რადიო გადაცემის წამყვანის ვაკანსია"
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) მისიაა ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. საგანმანათლებლო პროგრამებისა და ადვოკატირების გზით პოზიტიური ცვლილებების მოხდენას ისეთ ჯგუფებში, როგორებიცაა: კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები და განსაკუთებული საჭიროების მქონე ოჯახები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:https://www.facebook.com/CSDC.ge/
წყარო:სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი