en
ge

გაცვლითი პროგრამა ამერიკაში - ნიუ-იორკი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია
  • დაწყების თარიღი: 18.07.2017
  • ბოლო ვადა: 20.08.2017
  • ბმული: http://jobs.ge/147047/
"ევროპის ახალგაზრდული ორგანიზაცია" გთავაზობთ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას ამერიკის შეერთებულ შტატებში.

პროგრამა ხორციელდება გაეროს მხარდაჭერით ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში!
პერიოდი: 16-26 სექტემბერი, 2017 წ.

ტრეინინგი შემუშავებულია გაეროს და ევროკავშირის სატრეინინგო პროგრამების ფარგლებში და ითვალისწინებს მსმენელთა ჩართულობის მაღალ დონეს. პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ გაეროს ფუნქციონირებას, მიმდინარე გამოწვევებს, შეისწავლონ უცხო ქვეყნის კულტურა და მოისმინონ ტრენინგები შემდეგ თემატიკებზე:

  • გაერთიანებული ერების მიღწევები და ახლანდელი გამოწვევები
  • გაერთიანებული ერების პროგრამა, სააგენტოები და არასამთავრობოები
  • გაერთიანებული ერების პოლიტიკა, ფონდები და სამომავლო გეგმები
  • ადამიანის უფლებების დაცვა და ეკონომიკური ზრდა-განვითარება
  • დიპლომატია და საჯარო გამოსვლების ხელოვნება
  • ახალი შესაძლებლობები, მენტორები და ასოციაციები
  • პროექტები და მისი განხორციელების გზები
  • ახალგაზრდების დიპლომატიური ძალისხმევა განვითარებისა და ადამიანური ინიციატივებისათვის
  • ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება
  • კომიტეტებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელშეწყობის გზები
  • ინტერკულტურული ინტეგრაცია

პროგრამის ღირებულება შეადგენს 3700 დოლარს.