შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს. კონკურსის მიზანია სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დემოკრატიული პროცესების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტები ინიცირებული უნდა იყოს ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, პოლონეთის, სლოვენიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხრიდან, თუმცა შესაძლებელია დამატებითი პარტნიორების ჩართვაც შავი ზღვის რეგიონიდან და დასავლეთ ბალკანეთიდან.
წყარო: www.blackseango.org