en
ge

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების კლუბი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: დანაშაულის პრევენციის ცენტრი
  • დაწყების თარიღი: 20.07.2017
  • ბოლო ვადა: 20.07.2017
  • ბმული: http://jobs.ge/147327/
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრი", საერთაშორისო ორგანიზაცია "World Vision" - საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, იწყებს ახალ პროგრამას. SKYE პროგრამა - ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენისა და ცოდნის მიღების კლუბია, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საკუთარი ლიდერი ეყოლება.
ლიდერები შეირჩევიან აპლიკაციების და გასაუბრების ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ. საქმიანობის უშუალოდ დაწყებამდე შერჩეული ლიდერები შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადების კურსს გაივლიან. პროგრამაში ლიდერად მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 18 წლის ასაკის ზემოთ.
SKYE პროგრამის ახალგაზრდული კლუბების საქმიანობის ხანგრძლივობაა 6 თვე. პროგრამა აგებულია ლიდერების და მონაწილე ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობაზე. ახალგაზრდული კლუბების შეხვედრები გაიმართება ყოველკვირეულად. პროგრამაში ჩართულობა მოხალისეობრივია. შერჩეულ ლიდერებს პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემათ. პროგრამა სკოლებში სასწავლო წლის განახლების შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში დაიწყება.