en
ge

საზაფხულო ბანაკი 2017

16,17,18,19,20 აგვისტოს „Free Education Forum/ თავისუფალი განათლების ფორუმი" გთავაზობთ გაატაროთ დაუვიწყარი დრო "Summer Camp: Kobuleti 2017" -ზე.
აღწერილობითი ნაწილი: პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებს მისცეს საშუალება დატვირთული წლის შემდეგ გაატარონ დაუვიწყარი საზაფხულო არდადეგები, შეიძინონ ახალი მეგობრები და დახვეწონ საკუთარი შესაძლებლობები კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლების განხრით.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორებიცაა პროექტების მართვა და მენეჯმენტი, სხეულის ენა, კომუნიკაციის ხელოვნება, დროის მენეჯმენტი და შეიცნონ ისეთი დისციპლინები, როგორებიცაა საჯარო გამოსვლების ხელოვნება და დებატები. ასევე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ გასართობ ღონისძიებებში.
პროგრამების პარალელურად მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ სპეციალური ტრენინგ კურსები: როგორ გავაგრძელოთ სწავლა საზღვარგარეთ, რომელშიც მონაწილეებს მიაწვდიან ინფორმაციას უცხოური სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ და ამავდროულად გააცნობენ სამოტივაციო წერილის სპეციფიკას.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში