en
ge

პროექტი რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: EPRC
  • დაწყების თარიღი: 21.07.2017
  • ბოლო ვადა: 30.08.2017
  • ბმული: http://www.jobs.ge/147462/
კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) და ასოციაციასთან "ათინათი" თანამშრომლობით, ახორციელებს ახალ პროექტს "სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად".
პროექტის მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ცოდნა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ჩართოს ისინი მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების კვლევის, ინფორმირების და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში.
წინამდებარე განცხადება მიზნად ისახავს საქართველოს 5 რეგიონიდან (სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი) 30 არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართვას აღნიშნულ პროექტში. შერჩეული რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩატარდება ტრენინგები და საკომუნიკაციო აქტივობები, გაიმართება ბიზნეს-ფორუმები თბილისსა და რეგიონებში, მათი მონაწილეობით მომზადდება კვლევები მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების შესახებ და შემუშავდება პოლიტიკის რეკომენდაციები მთავრობისთვის. პროექტში აქტიური მონაწილეობის და კონკრეტული რეგიონის საჭიროებების კვლევის მომზადებისთვის, შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციის ან მისი წარმომადგენლისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი ათას ევრომდე (1,000) ოდენობით.