en
ge

ტენდერი ბეჭდვით მომსახურებაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
  • დაწყების თარიღი: 24.07.2017
  • ბოლო ვადა: 21.08.2017
  • ბმული: http://jobs.ge/147635/
ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-ის თანა-პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს "სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის" (SYNCS).

ასევე, ააიპ "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი", 06.01.2016 საპარტნიორო ხელშეკრულების, ევროკავშირის საგარეო საქმიანობათა საგრანტო ხელშეკრულების #NEAR-TS/2015/369-105 ფარგლებში, ევროკავშირისა და ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" დაფინანსებით ახორციელებს პროექტს - "ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში".

აღნიშნული პროექტების ფარგლებში დაგეგმილია კვლევის ანგარიშის, პოლიტიკის დოკუმენტების, სამოქმედო კვლევისა და სამოქალაქო განათლების პუბლიკაციების გამოცემა. სულ დაგეგმილია 5 პუბლიკაციის მომზადება, თითოეულის ტირაჟი 2000.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI) აცხადებს ტენდერს ბეჭდვის მომსახურებაზე.