ცხადდება სტატიების მიღება ჟურნალ "CIVICUS"-ის მე-14 ნომრისთვის.
ელექტრონული ჟურნალი "CIVICUS" "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA)" ეგიდით ორ თვეში ერთხელ გამოიცემა.
ჟურნალში ქვეყნდება სტატიები დემოკრატიისა და სამოქალაქო მონაწილეობის პრობლემებთან დაკავშირებით. გამოცემის თითოეული ნომერი ერთ კონკრეტულ საკითხს ეძღვნება.
"CIVICUS"-ის მეთოთხმეტე ნომრის თემა ქალაქი და ურბანული განვითარების საკითხები იქნება.