USAID ZRDA აცხადებს მარტივი ტიპის სასათბურე წარმოების განვითარების საგრანტო კონკურსს შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისათვის.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი ZRDA არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.