ტექნიკური დავალება - ექსპერტი
საჭიროებების შეფასება/კვლევა
„სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტია, რომელსაც ახორციელებენ კონრად ადენაუერის ფონდი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და ასოციაცია „ათინათი".
პროექტის მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ცოდნა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ჩართოს ისინი მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების კვლევის, ინფორმირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში. აღნიშნული პროექტი არის ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ერთ-ერთი კომპონენტი საქართველოს მიერ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების და ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრირების გზაზე. ევროკავშირის მხარდაჭერა მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შესაძლებლობების ზრდაზე, რათა მათ უკეთ შეძლონ ახალ რეგულაციებზე მორგება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთი სამიზნე ჯგუფების ეკონომიკურ ინტეგრაციას, როგორებიც არიან იძულებით გადაადგილებული პირები, საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტები, ქალები და ახალგაზრდა მეწარმეები.
პროექტის ფარგლებში, 2017-2019 წლებში ჩატარდება სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის აქტივობები, რომლებშიც ჩართული იქნება სულ მცირე 30 არასამთავრობო ორგანიზაცია 5 რეგიონიდან (სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი). რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩატარდება ტრენინგები და საკომუნიკაციო აქტივობები, მათი მონაწილეობით მომზადდება კვლევები მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების შესახებ, ასევე გაიმართება ბიზნეს-ფორუმები მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით.
აქტივობის მიზანი
ჩატარდება 5 რეგიონული შეხვედრა (თითო შერჩეულ რეგიონში), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჯამში სულ მცირე 150 წარმომადგენელი 5 სამიზნე რეგიონიდან იქნება ჩართული შეხვედრებში, მათი შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით.
შეხვედრები შემდეგ მიზნებს ემსახურება (1) პროექტის გაცნობა; (2) არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების შეფასება მონიტორინგის და ადვოკატირების კუთხით; (3) არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებულობის შეფასება DCFTA (ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმება) და მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიის საკითხებზე.
სრულად იხილეთ ინგლისურად....
წყარო: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)