en
ge

მოწვევა უმცროსი მკვლევარებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 31.07.2017
მოწვევა უმცროსი მკვლევარებისთვის - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) და მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიის  და პოლიტიკის საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის  სახელმძღვანელოს მომზადება
პროექტის შესახებ

„სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტია, რომელსაც ახორციელებენ კონრად ადენაუერის ფონდი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და ასოციაცია „ათინათი".
პროექტის მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ცოდნა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ჩართოს ისინი მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების კვლევის, ინფორმირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში. აღნიშნული პროექტი არის ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ერთ-ერთი კომპონენტი საქართველოს მიერ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების და ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრირების გზაზე. ევროკავშირის მხარდაჭერა მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შესაძლებლობების ზრდაზე, რათა მათ უკეთ შეძლონ ახალ რეგულაციებზე მორგება, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთი სამიზნე ჯგუფების ეკონომიკურ ინტეგრაციას, როგორებიც არიან იძულებით გადაადგილებული პირები, საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტები, ქალები და ახალგაზრდა მეწარმეები.
პროექტის ფარგლებში, 2017-2019 წლებში ჩატარდება სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის აქტივობები, რომლებშიც ჩართული იქნება  სულ მცირე 30 არასამთავრობო ორგანიზაცია 5 რეგიონიდან (სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი). რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩატარდება  ტრენინგები და საკომუნიკაციო აქტივობები,  მათი მონაწილეობით მომზადდება კვლევები მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების შესახებ, ასევე გაიმართება ბიზნეს-ფორუმები მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი  და ცენტრალური ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით.
სახელმძღვანელოს მიზანი
სახელმძღვანელოს მიზანია, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდოს ინფორმაცია DCFTA და მცირე და საშუალო ბიზნესის სტრატეგიის და პოლიტიკის საკითხებზე. სახელმძღვანელოს შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს არსამთავრობო ორგანიზაციების საჭიროებები და რეგიონში არსებული სპეციფიკა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ინგლისურად...
წყარო: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)