en
ge

სტაჟირების პროგრამა

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  • დაწყების თარიღი: 27.07.2017
  • ბოლო ვადა: 04.08.2017
  • ბმული: http://jobs.ge/148030/
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი აცხადებს საარჩევნო მედიაცენტრის სტაჟირების პროგრამას. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის საარჩევნო მედიაცენტრის სტაჟირების პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების საარჩევნო მედიაცენტრის მისიის განხორციელებაში.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის საარჩევნო მედიაცენტრის სტაჟირების პროგრამა განხორციელდება 10 ქალაქში, ესენია: ახალციხე, ბათუმი, გორი, ქუთაისი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, თელავი და ზუგდიდი. დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა მიუთითოს ერთ-ერთი ცენტრის ადგილმდებარეობა და სამოტივაციო წერილში აღნიშნოს განთავსების ადგილი. სტაჟირება არის ნახევარ-განაკვეთური, არაანაზღაურებადი, რომელიც დაიწყება 2017 წლის აგვისტოში და დასრულდება 2017 წლის ნოემბერში. ძირითადი, ყოველდღიური მოვალეობების გარდა, სტაჟირება ხელს შეუწყობს სტაჟიორის პროფესიული განვითარების პროგრამას, რომელიც მოიცავს მენტორობის, რეზიუმეს წერის ტექნიკებსა და ტრენინგებს.