en
ge

ფსიქოლოგი - თელავი, ზუგდიდი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: CHCA
  • დაწყების თარიღი: 31.07.2017
  • ბოლო ვადა: 08.08.2017
  • ბმული: http://jobs.ge/148261/
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი"(CHCA) დაარსებულია 1995 წელს, არის ქართული, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს გაზარდოს ინდივიდუმთადა თემთა როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და დემოკრატიის გაძლიერებაში, გაამჯობესოს დევნილთა და მოსახლეობის სხვა შეჭირვებული ფენების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მათი თვითკმარობისა და შესაძლებლობების ზრდით. ორგანიზაციის აქტივობები ხორციელდება გამჭვირვალედ, პროფესიონალიზმის, თანასწორობის, გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით.
ცენტრი "აფხაზეთი"(CHCA) აცხადებს კონკურსს კვალიფიცირებული და გამოცდილი ფსიქოლოგის შერჩევის მიზნით, რომელიც გაუწევს ფსიქოლოგიურ დახმარებას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ "განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" პროექტის ბენეფიციარებს.
წყარო: jobs.ge