ტენდერი ვებ-გვერდების- www.enterprise.gov.ge და www.tradewithgeorgia.com -განახლებული ვერსიის შექმნასა და მათ პოპულარიზაციაზე.
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) წარმოადგენს ხუთწლიან პროგრამას, რომლის მიზანია სოფლად შემოსავლებისა და დასაქმების ზრდა მეურნეობებში ინვესტიციების და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის გზით მცირემიწიანი ფერმერების და სოფლად არსებული საწარმოების საქმიანობის გასაფართოვებლად. გასაფართოვებლად. პროექტი დახმარებას გაუწევს სოფლად ახალი აგრობიზნესების და სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო მასალების მიმწოდებლების, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მექანიზმებით მომსახურების მიმწოდებლების, სასაწყობე მეურნეობების, სორტირება/დახარისხების ცენტრების, მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმოების, ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მასალების და მომსახურების ხელმისაწვდომობას და გააძიერებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და მომსახურების ბაზარს.
წყარო: jobs.ge