en
ge

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ სამიზნე სკოლებისთვის მიკროგრანტების კონკურსი

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 05.03.2013
ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, პროექტის „სოციალური სერვისებისა და დემოკრატული ინსტიტუტების განვითარება სკოლებში ახალგაზრდების ჩართვით" ფარგლებში (ხორციელდება EED ფინანსური მხარდაჭერით) აცხადებს მიკროგრანტების კონსკურსის მეორე ეტაპს პარტნიორ საჯარო სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობებისთვის თავისუფალ თემაზე პროექტების დასაფინანსებლად.
კონკურსის მიზანი
  • მოსწავლეთა თვითმმართველობების ინიციატივით სათემო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
კონკურსის პირობები
  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" სამიზნე სკოლებს.• პროექტის განხორციელების ვადა განისაზღვრება (ერთითვით).
  • პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ საქმიანობასთან დაკავშირებული დანახარჯები არ უნდა აღემატებოდეს 200 ევროს
  • პროექტი უნდა შეიცავდეს თანადაფინანსებას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან
  • პროექტი მიმართული უნდა იყოს ადგილობრვი თემში კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე
  • პროექტი უნდა ითვალისწინებდეს თემის გააქტიურებასა და მშობელთა ჩართულობას მიმდინარეობის პროცესში
შეფასების კრიტერიუმი
  • ადგილობრივი თვითმმართველობის წილი პროექტის განხორციელებაში
  • სათემო ღონისძიების სარგებელი სკოლისთვის
  • თემის წარმომადგენელთა ჩართულობის ხარისხი და რაოდენობა
  • მოსწავლეთა რაოდენობა პროექტის განხორციელებაში
  • მშობელთა რაოდენობა პროექტის განხორციელებაში
  • სასურველია (არააუცილებელი) პროექტი შეიცავდეს „ფონდრაიზინგის" (თანხებისმოძიების) ელემენტებს
  • სასურველია პროექტი შეიცავდეს სოციალურ სარგებელს
პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა2013 წლის 5 მარტი (დაგვიანებული პროექტები არ მიიღება)
პროექტი ამობეჭდილი სახით შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. # 3-ა „ახალაგაზრდა პედაგოგთა კავშირი"
ტელ: 593 33 23 17; 27 64 – 34
ელექტრონული ვერისა:
E-mail: Ypuozurgeti @yahoo.com