შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ახალი ექსპერიმენტული საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც გამოცხადებულია ევროკომისიის გრანტის ფარგლებში. საგრანტო კონკურსის ფარგლებში უნდა მოხდეს ინტერდისციპლინარული სამაგისტრო მოდულის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნების სწავლება. საგრანტო კონკურსის ფარგლებში გათვალისწინებულია დაფინანსება 1.5 მილიონი ევროს ოდენობით.
წყარო: rustaveli.org.ge