"ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" (ISC) აცხადებს კონკურსს პოზიტიური მშობლობის ტრენინგის სახელმძღვანელოს შესაქმნელად.
პოზიტიური მშობლობის ტრენინგი განკუთვნილია ლაგოდეხის რაიონში მცხოვრები მშობლებისათვის, რომლებიც არიან სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა პროგრამების მოსარგებლეები.
ტრენინგის სახელმღვანელოს ავტორის მოვალეობები:
** შეიმუშაოს პოზიტიური მშობლობის ტრენინგის სახელმძღვანელო (8 დღიანი ტრენინგ პროგრამა) ISC გუნდთან თანამშრომლობით;
** უზრუნველყოს ტრენინგის სახელმძღვანელოს გადაცემა და ტრენერთა გუნდთან სამუშაო შეხვედრა;
** ტრენინგის სახელმძღვანელოს უნდა მოიცავდეს: სესიის დასახელებას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს, აქტივობების დეტალურ აღწერილობას, საკითხავ მასალას და დამატებით ვიზუალურ მასალას.
ტრენინგის სახელმძღვანელოს ძირითადი/საორიენტაციო თემები: (1) ბავშვის განვითარების ეტაპები და საჭიროებები; (2) ბავშვის უფლებები და პასუხისმგებლობები; (3) ეფექტური კომუნიკაცია ბავშვთან: მოსმენა, საუბარი და წესები; (4) პოზიტიური დისცილინის ძირითადი მეთოდები; (5) ბრაზისა და ემოციების მართვა; (6) მიჯაჭვულობა და ემოციური განვითარება ბავშვებში; (7) ჰიგიენა, კვება და ჯანმრთელობა; (8) ბიუჯეტირება და შემოსავლების მართვა.
სამუშაო შესრულების ვადა 1 თვე (2017 წლის სექტემბერი).