"ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის" (ISC) აცხადებს კონკურსს სოციალური უნარების ტრენინგის სახელმძღვანელოს შესაქმნელად.
სოციალური უნარების ტრენინგი განკუთვნილია ლაგოდეხის რაიონში მცხოვრები ბავშვებისათვის, რომელთა ოჯახებიც არიან სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა პროგრამებების მოსარგებლეები.
სოციალური უნარების ტრენინგის სახელმღვანელოს ავტორის მოვალეობები:
** შეიმუშაოს სოციალური უნარების ტრენინგის სახელმძღვანელო (8 ნახევარდღიანი ტრენინგ პროგრამა) ბავშვებისთვის (ასაკობრივი ჯგუფი: 11-14 წელი), ISC გუნდთან თანამშრომლობით;
** უზრუნველყოს ტრენინგის სახელმძღვანელოს გადაცემა და ტრენერთა გუნდთან სამუშაო შეხვედრა;
** ტრენინგის სახელმძღვანელოს უნდა მოიცავდეს: სესიის დასახელებას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს, აქტივობების დეტალურ აღწერილობას, საკითხავ მასალას და დამატებით ვიზუალურ მასალას.
ტრენინგის სახელმძღვანელოს ძირითადი/საორიენტაციო თემები: (1) ბავშვის უფლებები და პასუხისმგებლობები; (2) თვითშემეცნება და თვითმართვა (3) ემოციები და ემოციების იდენტიფიცირება; (4) ემოციების რეგულირება და ბრაზის მართვა; (5) კონფლიქტი და მისი მართვა; (6) აქტიური მოსმენა და ეფექტური კომუნიკაცია; (7) ემპათია და ასერტული ქცევა; (8) გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემების გადაჭრა; (8) მრავალფეროვნების პატივისცემა და მიმღებლობა.
სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა 1 თვე (2017 წლის სექტემბერი).