სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს "ადვოკატირება - ახალგაზრდების უკეთესი განათლებისთვის".
ადვოკატირების კამპანია - ახალგაზრდები უკეთესი განათლებისთვის - უნდა განხორციელდეს კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში.
კონკურსის მიზანი:
ადვოკატირების კამპანიამ ხელი უნდა შეუწყოს სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ადგილებზე არსებული საჭიროებების მოგვარებას.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში დააფინანსებს შემდეგ საქმიანობებს:
** ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდულ ჯგუფებთან შეხვედრები ცნობიერების ამაღლების მიზნით;
** მშობლებთან შეხვედრები სკოლასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის საკითხებზე;
** ადგილობრივ საზოგადოებასთან შეხვედრა სასკოლო სისტემის განვითარების შესაძლებლობების შესახებ;
** სხვადასხვა სახის საინფორმაციო მულტიმედია პროდუქტების შექმნა;
** სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშების საზოგადოებისთვის წარდგინება;
** და ა.შ.