en
ge

ჩამნაცვლებელი აღმზრდელები - ქუთაისი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: SOS ბავშვთა სოფელი
  • დაწყების თარიღი: 15.08.2017
  • ბოლო ვადა: 25.08.2017
  • ბმული: http://jobs.ge/149579/
SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ჩამნაცვლებელი აღმზრდელები.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:

** უზრუნველყოს თბილი ოჯახური გარემოს შექმნა და ხელი შეუწყოს ბავშვებში ღირსების, საკუთარი და სხვების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბებას;
** უზრუნველყოს ბავშვებთან ინდივიდუალური აღმზრდელობით საუბრებისათვის შესაბამისი დროის გამოყოფა და გაგებით მოეკიდოს ბავშვების პრობლემებსა და ხშირ შემთხვევებში მათ აღზრდასთან დაკავშირებულ სირთულეებს;
** ხელი შეუწყოს ბავშვებში სოციალური, ცხოვრებისეული, შრომითი და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებას;
** ხელი შეუწყოს ბავშვის სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას;
** შესაძლებლობისამებრ, დაეხმაროს ბავშვებს სწავლის პროცესში და წაახალისოს ისინი მათი მიღწევებისა და წარმატებებისთვის;
** ძირითადი აღმზრდელი (დედობილი/მამობილი) შეცვალოს შვებულებისა და დასვენების (შაბათ-კვირა)დღეებში, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს და შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში სრულად შეასრულოს ძირითად აღმზრდელის (დედობილი/ მამობილი) მოვალეობა;
** ძირითადი აღმზრდელის (დედობილი/ მამობილი) შეცვლისას შეასრულოს ოჯახში ძირითადი აღმზრდელის (დედობილი/ მამობილი) დავალებები, ოჯახში განსაზღვრული წესების გათვალისწინებით;

მოთხოვნები:

წყვილი, რომელიც იმყოფება ოფიციალურ ქორწინებაში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
** ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი
** ბავშვებისა და მოზარდების ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბავშვებისა და მოზარდების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** გუნდური მუშაობის უნარი