en
ge

ფსიქოლოგი - იმერეთი, სამეგრელო

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: SOS ბავშვთა სოფელი
  • დაწყების თარიღი: 15.08.2017
  • ბოლო ვადა: 25.08.2017
  • ბმული: http://jobs.ge/149576/
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" ეძებს ფსიქოლოგებს მცირე საოჯახი ტიპის სახლებისთვის დასავლეთ საქართველოს შემდეგ რაიონებში: ქუთაისი, ხონი, საჩხერე (ბაჯითი), ზესტაფონი (კვალითი), წალენჯიხა, ჩხოროწყუ.

ფსიქოლოგის სამუშაოს ძირითადი მიზანია, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიის, ასევე კონსულტაციისა და ფსიქოდიაგნოსტიკური მომსახურების გზით, დახმარება გაუწიოს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** თითოეული ბენეფიციარის ფსიქოდიაგნისტიკა და მისი ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა;
** ფსიქოდიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმის საფუძველზე, ბენეფიციარიებისათვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიის ჩატარება;
** ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებისა და ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა სახის ტრენინგების ორგანიზება;
** მოზარდებთან პიროვნების განმავითარებელი ვარჯიშებისა (ნებელობითი, კოგნიტური, ემოციების, კომუნიკაციების) და სარელაქსაციო აქტივობების ჩატარება; საჭიროებისამებრ, ბავშვებთან და მოზარდებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება;
** ბენეფიციარებთან სამუშაოს დასრულების შემდგომ, შესრულებული სამუშაოს შეჯამება და შესაბამისად, მათი დოკუმენტალურად ასახვა;
** მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
** სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავება, გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით
** ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** წერითი უნარ-ჩვევები
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

სამუშაო დატვირთვა: კვირაში ორი ვიზიტი