en
ge

სასამართლო წარმომადგენელი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
  • დაწყების თარიღი: 15.08.2017
  • ბოლო ვადა: 29.08.2017
  • ბმული: http://ombudsman.ge/ge/vakansiebi/sasamartlo-warmomadgeneli.page
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს ვაკანსიას სასამართლო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ფუნქციები
ცალკეულ სასამართლო პროცესებზე დროის გარკვეულ მანძილზე აპარატის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა საქართველოს სასამართლოებში;
აპარატის წარმომადგენლობის მიზნით, განცხადებების, სარჩელების, შესაგებლების, შეგებებული სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლების, საჩივრებისა და კერძო საჩივრების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება;
აპარატის მონაწილეობით წარმოებული ცალკეული დავების ანალიზი.

მოთხოვნები
მინიმალური განათლება: უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება: 2 წელი
პროფესია: იურისტი

საკონკურსო თემატიკა
საქართველოს კონსტიტუცია;
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ;
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი;
„საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.