en
ge

კონკურსი ჟურნალისტებისთვის

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: KEDEC
  • დაწყების თარიღი: 20.02.2013
  • ბოლო ვადა: 20.03.2013
  • ბმული: http://jobs.ge/54561/
კონკურსი ტარდება ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, პროექტის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გზა ევროინტეგრაციისკენ" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ და მისი მიზანია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზნების მიღწევის პროცესსა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის მუშაობაში რეგიონული ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა და მათი სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობა.
კონკურსი ჟურნალისტებისთვის ევროინტეგრაციის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების და მიმდინარე რეფორმების საკითხებზე მიძღვნილი საუკეთესო სტატიის, სატელევიზიო სიუჟეტის, რადიო გადაცემის ან ბლოგის გამოსავლენად. კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო სტატია, სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო გადაცემა ან ბლოგი ევროინტეგრაციის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნების და მიმდინარე რეფორმების თემებზე.
წყარო: jobs.ge