en
ge

ადვოკატი - ქვემო ქართლი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: იურიდიული დახმარების სამსახური
  • დაწყების თარიღი: 17.08.2017
  • ბოლო ვადა: 30.08.2017
  • ბმული: http://jobs.ge/149872/
იურიდიული დახმარების სამსახური აცხადებს ვაკანსიას ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** "იურიდიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ახორციელებს საადვოკატო მომსახურებას სისხლის სამართლის საქმეებზე;
** დროულად და საფუძვლიანად ეცნობა მის წარმოებაში არსებულ საქმეებს;
** პერიოდულად შეაქვს ინფორმაცია იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში, საქმის ვითარებისა და მსვლელობის შესახებ და ანახლებს მონაცემებს;
** ხვდება დასაცავ პირს, აცნობს საქმის მასალებს, მასთან ერთად აანალიზებს დაცვის და ბრალდების მტკიცებულებებს და უწევს შესაბამის კონსულტაციას;
** ადგენს საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ დოკუმენტებს - განცხადებებს, საჩივრებს, მიმართვებს, შუამდგომლობებს და ა.შ;
** კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილეობს საპროცესო მოქმედებებში, ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს;
** საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;

ემზადება სასამართლო პროცესებისთვის:

** მოიძიებს საქმის მასალებს, მტკიცებულებებს;
** მოიძიებს მოწმეებს და გამოკითხავს მათ;
** გადაამოწმებს და აანალიზებს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას და მასალებს;
** ამზადებს შესავალ და დასკვნით სიტყვას;
** გამოდის სასამართლო პროცესებზე და წარადგენს მოპოვებულ მტკიცებულებებს;
** ახდენს დასაცავი პირის და საჭიროების შემთხვევაში მისი ნათესავების/ახლობლების ინფორმირებას საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით;
** ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
** საჭიროების შემთხვევაში ბიუროს უფროსს აწვდის ინფორმაციას მის წარმოებაში არსებული საქმის მსვლელობის შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული ბროშურების, ლიფლეტების, საგაზეთო სტატიების მომზადებაში;
** ბიუროს უფროსს აწვდის ინფორმაციას სამუშაო გრაფიკის შესახებ;
** პერიოდულად, კოლეგებთან ერთად განიხილავს და აანალიზებს სხვადასხვა საქმეებს, წარმატებული ნაბიჯებისა და ხარვეზების გამოვლენის მიზნით;
** მონაწილეობს სამსახურისა და ბიუროს მიერ ორგანიზებულ გასვლით კონსულტაციებში;
** აწარმოებს საქმეებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას სამსახურის შინაგანაწესითა და სხვა აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
** ბიუროს საქმიანობიდან გამომდინარე ასრულებს სხვა ფუნქციებს, ბიუროს უფროსის დავალების საფუძველზე.