„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი" და „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი", მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალთან" პარტნიორობით აცხადებს „იდეების კონკურსს" სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის.
სოციალური საწარმო - ბიზნესი სოციალური მისიით - საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სოციალური მეწარმეები ინოვაციური მიდგომებით და ბიზნეს სტრატეგიებით აგვარებენ საზოგადოების წინაშე არსებულ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს.
წყარო: www.segeorgia.org