ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ერთობლივად აცხადებენ ახალ კონკურსს, პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის" მიერ უკვე მხარდაჭერილი კოოპერატივების გასაძლიერებლად. ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის (EU), მისივე პროგრამის – ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD – საქართველო) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.
წყარო: enpard.ge