en
ge

კონკურსი რეგიონული „ჰაბ“-ების შესარჩევად რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ქვემო ქართლი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.

ეფექტიანი და მდგრადი შედეგების მისაღწევად, ასევე რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად, პროექტი მიზნად ისახავს 10 რეგიონული „ჰაბ"-ის შექმნას საქართველოს 10 რეგიონში:
1. სამეგრელო-ზემო სვანეთი
2. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი
3. გურია
4. აჭარა
5. იმერეთი
6. სამცხე-ჯავახეთი
7. შიდა ქართლი
8. ქვემო ქართლი
9. მცხეთა-მთიანეთი
10. კახეთი

საკონკურსო შერჩევის პირველ ეტაპზე არ გამოვლინდა გამარჯვებული რაჭა-ლეჩხუმის-ქვემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში. შესაბამისად, გიწვევთ განმეორებით კონკურსში განაცხადების შემოსატანად.

მიმდინარე კონკურსით აღნიშნულ ორ რეგიონებში შეირჩევა თითო–თითო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს ადგილობრივ რეგიონულ ჰაბ-ს.  რეგიონული „ჰაბ"-ები იმოქმედებს 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

„ჰაბ"-ების შერჩევის კრიტერიუმებისა და  ფუნქციების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ტექნიკური დავალება და ასევე ტექნიკური დავალების დანართი I (ჰაბების ფუნქციები სამუშაო პაკეტების მიხედვით, იხ. დანართი 1).
განაცხადი
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ტენიკური დავალებით გათვალისწინებული დოკუმენტები (გთხოვთ, ისარგებლოთ განაცხადის ფორმით - დანართი II ) უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ მისამართზე cssige@cssige.eu  და ველში „subject" მიუთითონ - „ჰაბი-შესაბამისი რეგიონის სახელი" (მაგ. ჰაბი-ქვემო ქართლი).

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 22 სექტემბერი, 18:00 სთ (თბილისის დროით).

საკონტაქტო ინფორმაცია

შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია გამოქვეყნდება და განახლდება ვებ–გვერდებზე: www.csogeorgia.org და https://www.facebook.com/CSSIGE/.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:
დავით აფრასიძე
პროექტის მენეჯერი
ელ–ფოსტა: david.aprasidze@cssige.eu
ტელეფონი: +995 598 881083
მისამართი: შავგულიძის ქ. 7 ბ. თბილისი, საქართველო