en
ge

მედია ტრენინგი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: ასოციაცია ჰერა XXI
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 01.10.2017
ასოციაცია ჰერა XXI-ს მედია სკოლა საკომუნიკაციო და მედია სფეროში დასაქმებულ ადამიანებს სთავაზობს მედია ტრენინგს

არასამთავრობო ორგანიზაცია  ასოციაცია ,,ჰერა - XXI” 15  წელზე მეტია  რაც   ხელს  უწყობს რეპროდუქციული  ჯანმრთელობისა  და  უფლებების  წინ  წამოწევას საქართველოს მოსახლეობაში. მხარს უჭერს მოხალისეთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ისეთ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას, რომელიც  იცავს თითოეული ადამიანის სქესობრივ უფლებებს და მიზნად ისახავს მარგინალიზებული მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებ გვერდი - www.hera-youth.ge

სასწავლო კურსის თემა:
სქესობრივი  და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები; საზოგადოებრივი ჯანდაცვა;   სრულყოფილი სქესობრივი განათლება; საკანონმდებლო სივრცე/რეგულაციები; გენდერი; სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების ადვოკატირება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

პროგრამის სამიზნე ჯგუფი:
დედაქალაქში და რეგიონებში  სატელევიზიო, ბეჭდური და ინტერნეტ მედია საშუალებებში დასაქმებული ჟურნალისტები, რომელთა ძირითადი სამუშაო სფეროა  ჯანმრთელობა და სოციალური საკითხები.

სასწავლო კურსის მიზანი:
„სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები" - სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის მიზნად ისახავს მიაწოდოს მედიის წარმომადგენლებს  ცოდნა  სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებების და მასთან მჭიდროდ  დაკავშირებული საკითხების  შესახებ  იმ ფორმით, რომ მათ პროფესიული საქმიანობის განმავლობაში  შეძლონ  აღნიშნული საკითხების სწორი აქცენტებით და მიზანმიმართულად გაშუქება.
გარდა იმისა, რომ კურსი უზრუნველყოფს მონაწილეთა განათლებას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებში, ის საშუალებას მისცემს მათ მოამზადონ მიზნობრივი მესიჯები, საინტერესო და მაღალპროფესიული სიუჟეტები და სტატიები, სადაც გასაგებ ენაზე იქნება გადმოცემული ინფორმაცია მიზნობრივი ჯგუფებისთვის და ფართო აუდიტორიისთვის.

კურსის მახასიათებლები:
საათების ჯამური რაოდენობა: 36 საათი
კურსის ჯერადობა: კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს
კურსის ხანგრძლივობა: 3 საათი (ორი საათნახევრიანი სესია), კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, მხოლოდ იმ მონაწილეებზე ვინც არ გააცდენს კურსს.

საკონკურსო მოთხოვნები:
სასწავლო კურსის გავლით დაინტერესებული აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • უნდა იყოს დასაქმებული საკომუნიკაციო და მედია სფეროში
  • უნდა ჰქონდეს სოციალურ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება
  • უნდა იყოს დაინტერესებული სოციალური საკითხების გაშუქებით მედია სივრცეში
  • სასურველია ჰქონდეს საერთაშორისო ან ადგილობრივ  არასამთავრობო სექტორში მუშაობის ან თანამშრომლობის გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
  • CV-რეზიუმე  
  • უშუალო უფროსის რეკომენდაცია
  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც ყურადღება უნდა გამახვილდეს თუ როგორია აპლიკანტის სამომავლო ხედვა,   რატომ არის მნიშვნელოვანი მისთვის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან დაკავშირებულ საკითხეზე მუშაობა და  როგორ და სად გააშუქებს აღნიშნულ საკითხებს.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
  • I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა
  • II ეტაპი - გასაუბრება

ტრენინგი უფასოა, დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: association_hera@yahoo.com
არაუგვიანეს  01 ოქტომბრისა.