en
ge

მოწვეული ლექტორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ასოციაცია ჰერა XXI
  • დაწყების თარიღი: 30.11.-0001
  • ბოლო ვადა: 01.10.2017
არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია "ჰერა XXI” აცხადებს ვაკანსიას მოწვეული ლექტორის  პოზიციაზე.
    
არასამთავრობო ორგანიზაცია  ასოციაცია ,,ჰერა - XXI” 15  წელზე მეტია  რაც   ხელს  უწყობს რეპროდუქციული  ჯანმრთელობისა  და  უფლებების  წინ  წამოწევას საქართველოს მოსახლეობაში. მხარს უჭერს მოხალისეთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით , უზრუნველყოფს სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ისეთ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას ,რომელიც  იცავს თითოეული ადამიანის სქესობრივ უფლებებს და მიზნად ისახავს მარგინალიზებული მოსახლეობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებ გვერდი - www.hera-youth.ge

სასწავლო კურსის თემა:
სქესობრივი  და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები; საზოგადოებრივი ჯანდაცვა;   სრულყოფილი სქესობრივი განათლება; საკანონმდებლო სივრცე/რეგულაციები; გენდერი; სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების ადვოკატირება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

პროგრამის სამიზნე ჯგუფი:
დედაქალაქში და რეგიონებში  სატელევიზიო, ბეჭდური და ინტერნეტ მედია საშუალებებში დასაქმებული ჟურნალისტები, რომელთა ძირითადი სამუშაო სფეროა  ჯანმრთელობა და სოციალური საკითხები.

სასწავლო კურსის მიზანი:
„სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები" - სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის მიზნად ისახავს მიაწოდოს მედიის წარმომადგენლებს  ცოდნა  სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებების და მასთან მჭიდროდ  დაკავშირებული საკითხების  შესახებ  იმ ფორმით, რომ მათ პროფესიული საქმიანობის განმავლობაში  შეძლონ  აღნიშნული საკითხების სწორი აქცენტებით და მიზანმიმართულად გაშუქება.
გარდა იმისა, რომ კურსი უზრუნველყოფს მონაწილეთა განათლებას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებში, ის საშუალებას მისცემს მათ მოამზადონ მიზნობრივი მესიჯები, საინტერესო და მაღალპროფესიული სიუჟეტები და სტატიები, სადაც გასაგებ ენაზე იქნება გადმოცემული ინფორმაცია ფართო აუდიტორიისთვის.

კურსის მახასიათებლები:
საათების ჯამური რაოდენობა: 36 საათი
კურსის ჯერადობა: ერთხელ კვირაში
კურსის ხანგრძლივობა: 3 საათი (ორი საათნახევრიანი სესია)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესორი/ასოცირებული პროფესორი/ასისტენტ პროფესორი  შესაბამის დარგში;
  • მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული პირი, რომელსაც აქვს მოცემულ პროგრამებთან მაღალ დონეზე, არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ან/და დარგში/სპეციალობაში სალექციო კურსის წაკითხვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • სასურველია საერთაშორისო ან ადგილობრივ  არასამთავრობო სექტორში მუშაობის ან თანამშრომლობის გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • აუდიტორიის მართვა;
  • სწრაფი რეაგირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი);
  • დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის  გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარჩვევები;

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
  • CV-რეზიუმე (2 რეკომენდატორის მითითებით);
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამოტივაციო წერილი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
  • I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
  • II ეტაპი - გასაუბრება;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: association_hera@yahoo.com
არაუგვიანეს  01 ოქტომბრისა.