en
ge

კონსულტანტი სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: NDI
  • დაწყების თარიღი: 19.09.2017
  • ბოლო ვადა: 23.09.2017
  • ბმული: http://jobs.ge/152970/
NDI ეძებს მოკლევადიან ადგილობრივ კონსულტანტს, რომელიც საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმის შემუშავებაში დაეხმარება.

საქართველოში კარგი მმართველობის ფონდის (GGF) ფინანსური მხარდაჭერით NDI ახორციელებს პროგრამას: "ღია და ანგარიშვალდებული სამთავრობო ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში". პროგრამის მიზანს, მოქალაქეების უკეთ წარმოსადგენად, პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისფლების შესაძლებლობების გაუმჯობესება წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, NDI მუშაობს საქართველოს პარლამენტთან და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან. ამ პროგრამის ერთ-ერთ ქვაკუთხედს საქართველოს პარლამენტის კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, წარმომადგენლობითი ორგანოს მოსახლეობასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებაში პოზიტიურ გავლენას იქონიებს. ამავდროულად, პროგრამის მიზანს ეროვნული საკანონმდებლო ორგანოს ხელშეწყობაც წარმოადგენს, რათა საკანონმდებლო მუშაობის ხელშეწყობით ქვეყანაში მოხდეს არსებული გენდერული სტატუს ქვოს შეცვლა ქალთა და გოგონათა ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.

კონსულტაციის მიზანი:

ამ კონკრეტული კონსულტაციის მიზანს წარმოადგენს გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის შიდა და გარე კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება შესაბამისი სამოქმედო გეგმებით.

დავალებები:

კონსულტანტმა უნდა შეასრულოს შემდეგი დავალებები:

დაეხმაროს გენდერული თანასწორობის საბჭოს შეიმუშავოს შიდა და გარე კომუნიკაციის სტრატეგია და კონკრეტულ თემებზე მორგებული სამოქმედო გეგმები

ამისთვის კონსულტანტმა:

** NDI-ის თანამშრომლებთან მჭიდრო კოორდინაციით გააკეთოს გენდერული თანასწორობის საბჭოს კომუნიკაციასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასება
** NDI-ის თანამშრომლებთან ერთად იმუშაოს საბჭოს კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმ(ები)ის განვითარებისთვის მონაწილეობით ფორმატის (სამუშაო შეხვედრები) დაგეგმვასა და ფასილიტაციაზე
** გააკეთოს პირველადი მონახაზი და შექმნას გენდერული თანასწორობის საბჭოს შიდა და გარე კომუნიკაციის სტრატეგია და კონკრეტულ საკითხებზე/თემებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმ(ები)ა.

დრო და ხანგრძლივობა: ეს კონსულტაცია მოიცავს 20 სამუშაო დღეს - 2 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით.