en
ge

სასკოლო ახალგაზრდული მუშაკი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: World Vision
  • დაწყების თარიღი: 19.09.2017
  • ბოლო ვადა: 27.09.2017
  • ბმული: http://jobs.ge/152966/
"World Vision საქართველოს " თბილისის ურბანული პროგრამა (WVG Tbilisi Urban Area) აცხადებს კონკურსს სასკოლო ახალგაზრდული მუშაკის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: WVG- School-based Youth Worker (Tbilisi AP)
თავისუფალი ადგილები რაოდენობა: 6
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: ნახევარი - კვირაში 20 საათი, მოქნილი გრაფიკით (უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით)
კონტრაქტის ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება (1 ოქტომბერი, 2017 - 31 მაისი, 2018)
ყოველთვიური ანაზღაურება: 250 ლარი (დარიცხული)

World Vision საქართველოს თბილისის ურბანული განვითარების პროგრამა აცხადებს ვაკანსიას სასკოლო ახალგაზრდული მუშაკის პოზიციაზე.
სასკოლო ახალგაზრდული მუშაკის მიზანია თბილისის პროგრამის მიერ მისსავე სამიზნე სკოლებში დაფუძნებული ახალგაზრდული კლუბების მხარდაჭერა, გამართული და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა, სასწავლო წლის მანძილზე. ახალგაზრდულმა მუშაკმა უნდა უზრუნველყოს სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობა საკლუბო ღონისძიებებში და ხელი შეუწყოს კლუბის წევრებისათვის საკვანძო კომპეტენციების განვითარებას არაფორმალური განათლების სხვადასხვა მიდგომების გამოყენებით.

ახალგაზრდულმა მუშაკმა საქმიანობა უნდა გასწიოს თბილისის ურბანული პროგრამის მიერ სამიზნე სკოლებში დაარსებული 6 კლუბიდან ერთ-ერთში, თბილისის ურბანული პროგრამის ახალგაზრდული მიმართულების ფასილიტატორთან ერთად. აგრეთვე, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს კლუბის წევრებს მათი საჭიროებების გათვალისწინებით. სასკოლო ახალგაზრდული მუშაკი საკუთარ საქმიანობას უნდა წარმართავდეს World Vision International ძირითადი ღირებულებებისა და განვითარების პრინციპების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული პოზიცია საუკეთესოდ ეწყობა ახალგაზრდებს, რომელთაც გააჩნიათ გამოკვეთილი ინტერესი ახალგაზრდული სამუშაოს და აღნიშნულ სფეროში, სამომავლოდ, წარმატებით საქმიანობის მიმართ.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** World Vision საქართველოს საქმიანობის, მიდგომების, წესებისა და პროცედურების გაცნობა;
** სამიზნე სკოლის ადმინისტრაციასთან პარტნიორული ურთიერთობის განვითარება (უშუალო ზემდგომთან ერთად);
** სასკოლო ახალგაზრდული კლუბის წევრებისათვის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება თბილისის პროგრამის ახალგაზრდული მიმართულების ფასილიტატორთან ერთად;
** დახმარების გაწევა თბილისის ურბანული პროგრამის ახალგაზრდული მიმართულების ფასილიტატორისა და პარტნიორი ორგანიზაციებისათვის ტრენინგების ორგანიზებაში (სასკოლო კლუბის წევრებისათვის);
** წლიური სამოქმედო გეგმის შედგენა სასკოლო კლუბისათვის, თბილისის პროგრამის ახალგაზრდული მიმართულების ფასილიტატორთან ერთად;
** ყოველკვირეული შეხვედრების გამართვა სასკოლო კლუბში;
** სასკოლო ახალგაზრდული კლუბის წევრების დახმარება თვითორგანიზებაში;
** უშუალო ზემდგომის მიერ განსაზღვრული, კლუბთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;
** World Vision საქართველოს მიერ შეთავაზებულ კომპეტენციების განმავითარებელ ტრენინგებზე დასწრება.