en
ge

კონკურსი თვითმმართველობის შესახებ სტატიაზე

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ინტერნეტგამოცემა TSpress.ge
  • დაწყების თარიღი: 20.09.2017
  • ბოლო ვადა: 10.10.2017
  • ბმული: http://droa.ge/?p=9816
ინტერნეტგამოცემა TSpress.ge-ს რედაქცია, ფონდის – "ღია საზოგადოება – საქართველო” მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს თვითმმართველობის თემაზე საუკეთესო სტატიის გამოსავლენად.

სტატიები უნდა შეეხებოდეს შემდეგი ქალაქების – თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, ამბროლაური, ზუგდიდი, გორი, ახალციხე – თვითმმართველობის პრობლემებს, არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებს.

მასალის წარდგენის ფორმატი:

სტატია უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: tspressge@gmail.com
სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის ფაილში.
ელ-ფოსტით გამოგზავნისას დასახელების ველში მიუთითეთ "საკონკურსო სტატია”

სტატიების შეფასება:

ინფორმაციულობა;
სიზუსტე;
არგუმენტაცია;
რელევანტურობა;
აქტუალობა;
ახალი მედიის ინსტრუმენტების გამოყენება;
სტილი;
ჟურნალისტური სტანდარტების დაცვა.

კონკურსი გამოავლენს 7 საუკეთესო სტატიას. თითოულზე ჰონორარის სახით გაიცემა 160$-ის ეკვივალენტი ლარში (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

საუკეთესო ნამუშევარი განთავსდება ვებგვერდებზე: TSpress.ge, Droa.ge; ასევე, შესაძლოა, გავრცელდეს სხვადასხვა მედიასაშუალებებში, სოციალურ ქსელში ან ფონდის ღონისძიებებზე.

ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 10 ოქტომბერი, 19:00 საათი

კონკურსი ცხადდება პროექტის – "თვითმმართველობის გაძლიერება და ხელშეწყობა”-ს ფარგლებში.