en
ge

კონკურსი ვებ-აპლიკაციის შექმნაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: ქეა
  • დაწყების თარიღი: 20.09.2017
  • ბოლო ვადა: 02.10.2017
  • ბმული: http://jobs.ge/153119/
ორგანიზაცია "ქეა საერთაშორისო კავკასიაში" (CARE International in the Caucasus), პროექტისთვის "თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის", რომელიც პროგრამა "ENPARD საქართველოს" ფარგლებში ხორციელდება, აცხადებს კონკურსს crowdfunding-ის სტილის ვებ-აპლიკაციის შექმნაზე, რომელსაც ასევე ონლაინ-მაღაზიის ფუნქცია ექნება. აპლიკაცია ერთმანეთთან დააკავშირებს:

** ინვესტორებს და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ბიზნეს იდეებს
** სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს პოტენციურ კლიენტებთან, პროდუქციის შესყიდვის მიზნით.

აპლიკაცია საშუალებას მისცემს ინვესტორებს i) გაეცნონ კოოპერატივების ბიზნეს კონცეფციებს და ii) დააფინანსონ ამ იდეების განხორციელება. CARE შუამავლობას გაუწევს ურთიერთობას კოოპერატივსა და ინვესტორებს შორის, რათა უზრუნველყოს ურთიერთობების გამჭვრივალობა და იდეების სათანადო განხორციელება.

აპლიკაციის მეორე ფუნქცია გახლავთ i) კოოპერატივების პროდუქციის რეკლამირება ii) მათი პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება.

"ქეა" ეძებს კომპანიას, რომელიც განახორციელებს ვებ-აპლიკაციის შექმნას და განვითარებას, საშუალებას მისცემს ინვესტორებს და საზოგადოების სხვა წევრებს დააფინანსონ და განახორციელონ ინვესტიციები ბიზნეს-იდეებში და შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქცია.

დაინტერესებულმა მხარეებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2017 წლის 2 ოქტომბრის 18:00 საათამდე, თანდართულ დოკუმენტში მითითებულ ელ. მისამართებზე.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ტენდერის თაობაზე იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი ინგლისურ ენაზე.