en
ge

ოჯახის ასისტენტი - ქუთაისი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: SOS ბავშვთა სოფელი
  • დაწყების თარიღი: 20.09.2017
  • ბოლო ვადა: 01.10.2017
  • ბმული: http://jobs.ge/153128/
"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ასისტენტის (ძირითადი აღმზრდელის დახმარე) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი.

ოჯახის ასისტენტის მოვალეობაა ძირითად აღმზრდელთან ერთად ოჯახში შექმნას თბილი, სიყვარულით სავსე ატმოსფერო და იზრუნოს ბავშვებზე, რათა ისინი ოჯახისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ. ოჯახის ასისტენტი ეხმარება ძირითად აღმზრდელს ბავშვების აღზრდასა და მათ სწავლებაში, ასევე საოჯახო მეურნეობის გაძღოლაში.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** უზრუნველყოს ბავშვის კეთილდღეობა, მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებით და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების განვითარების გზით, ძირითად აღმზრდელთან (SOS დედა) ერთად;
** შექმნას ბავშვებისათვის თბილი და მოსიყვარულე ოჯახური გარემო;
** შეცვალოს ძირითადი აღმზრდელი (SOS დედა) მისი არყოფნის დროს. მათ შორის შვებულებისა და დასვენების დღეებში, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს და შესაბამისად, სრულად შეასრულოს ძირითად აღმზრდელის (SOS დედა) მოვალეობა;
** დაეხმაროს ძირითად აღმზრდელს საოჯახო საქმიანობის გაძღოლაში;
** ძირითადი აღმზრდელის შეცვლის შემთხვევაში შეასრულოს ოჯახში ძირითადი აღმზრდელის დავალებები, ოჯახის შესაბამისი პრინციპებისა და ტრადიციების გათვალისწინებით;
** უზრუნველყოს მუშაობა ეროვნული და SOS-ის სტანდარტების, ასევე, სხვა სამუშაო დოკუმენტების შესაბამისად ("ხარისხი ბავშვებისათვის", ბავშვთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი და ა.შ)
** იზრუნოს თბილისის "SOS ბავშვთა სოფლის" პროგრამის ფარგლებში მოწვეული სტუმრების მიღებაზე.