en
ge

სოციალური მუშაკი - ქუთაისი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: SOS ბავშვთა სოფელი
  • დაწყების თარიღი: 20.09.2017
  • ბოლო ვადა: 01.10.2017
  • ბმული: http://jobs.ge/153129/
საქართველოს "SOS ბავშვთა სოფელი", მცირე საოჯახო ტიპის სახლების პროექტის ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას სოციალური მუშაკის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** უზრუნველყოს ბენეფიციარების ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
** უზრუნველყოს ფსიქოლოგიური საჭიროებების მიხედვით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში შესაბამისი ღონისძიებების ასახვა და შესრულების მონიტორინგი;
** უზრუნველყოს აღმზრდელების მხარდაჭერა ინდივიდუალური მომსახურების გეგმების შედგენისა და განხორციელების პროცესში;
** უზრუნველყოს, საჭიროების მიხედვით, ბენეფიციარ ბავშვებთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება;
** უზრუნველყოს ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროება ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის;
** უზრუნველყოს აღმზრდელებთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ჩატარება (განსაკუთრებულად რთული შემთხვევების გამოკვეთისას, უზრუნველყოს კომპეტენტურ ფსიქო-თერაპევტთან გადამისამართება);
** უზრუნველყოს აღმზრდელებთან ერთად შემთხვევების განხილვა;
** უზრუნველყოს სხვადასხვა ღონისძიების (შემეცნებითი და გასართობი) დაგეგმვა და ორგანიზება, ბენეფიციარების აქტიური ჩართულობით, რომელშიც ბავშვთან ერთად შეძლებისდაგვარად აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის წევრები;
** ხელი შეუწყოს ბენეფიციარების ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებას;
** უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი მცირე საოჯახო ტიპის სახლების პროექტის კოორდინატორისთვის მიწოდება მოთხოვნილი წესითა და სიხშირით.